30 მაისი, 2024
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადაში, ხოლო მომდევნო ოთხი მოსწავლე ჩაირიცხება რეზერვში. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

შედეგების მიხედვით განისაზღვრა ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი 4 მოსწავლე და გოგონათა ნაკრები გუნდის წევრი 2 მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში და ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში შესაბამისად.

ეროვნული ნაკრების, რეზერვისტთა, ასევე ახალგაზრდული და გოგონათა ნაკრებების მზადება დაიწყება 8 ივნისს. მზადება თბილისში გაგრძელდება 30 ივნისამდე (ჩათვლით). მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე. ეროვნული ნაკრების 4 წევრი დამატებით ერთკვირიან შეკრებას გაივლის ბაკურიანში 23-29 აგვისტოს, გამგზავრებამდე 2-3 დღით ადრე.

ტრადიციულად, რამდენიმე დღეში შეძლებთ საიტზე იხილოთ ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ წარმატებებს უსურვებს ჩვენი ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრებს საერთაშორისო ასპარეზზე!!!

28 მაისი, 2024
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრება შეგეძლებათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე 2024 წლის 29 მაისის 18:00 საათამდე

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving"-ის რეჟიმი.

21 მაისი, 2024
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 26-27 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე მოსწავლეთა დაშვების წესი იხილეთ მენიუს პუნქტში "ოლიმპიადის შესახებ".

შესარჩევ ტურზე დაშვებულ მოსწავლეებს პერსონალურად დაუკავშირდებიან რუსთაველის ფონდიდან.

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

21 მაისი, 2024
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს უსურვებს მომავალ წარმატებებს!!!

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე უახლოეს დღეებში დაიდება.

უკვე შეგიძლიათ საკუთარი აქაუნთებით შეხვიდეთ სისტემაში და ამოხსნათ როგორც თქვენი, ასევე სხვა ასაკობრივი ჯგუფების ამოცანები. გარდა ამისა, ამოცანების ამოხსნის მსურველებს, რომლებიც არ იყვნენ ტურის მონაწილეები და არა აქვთ აქაუნთები (ან დაკარგეს თავიანთი პაროლები), სისტემაში შესასვლელად შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის სახელი: checker პაროლი: checker

20 მაისი, 2024
დასკვნითი ტურის წინასწარი ჯამური შედეგები

დასკვნითი ტურის ორივე დღის წინასწარი ჯამური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 20 მაისის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია").

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

10 მაისი, 2024
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება 18-19 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2).

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ქვემოთ განთავსებულ განცხადებაში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დასკვნით ტურში გადასულია ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

18 მაისი (შაბათი):
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - მოკლე გახსნა
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

19 მაისი (კვირა):
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 19 მაისს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 20 მაისის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

29 აპრილი, 2024
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა 150 ქულა ან მეტი.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving-ის" რეჟიმი. მსურველებს იგივე პაროლებით შეგიძლიათ გააგრძელოთ ამოცანებზე მუშაობა. ვისაც გსურთ სხვა ასაკობრივი ჯგუფის ამოცანების ამოხსნა, შესაბამის ჯგუფში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ - მომხმარებლის სახელი: checker, პაროლი: checker. ამავე სახელით და პაროლით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი დაგავიწყდათ ან დაკარგეთ.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

28 აპრილი, 2024
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 29 აპრილის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია"). 29 აპრილსვე, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

27 აპრილი, 2024
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, რომ დაუსწრებელი ტური ჩატარდება ხვალ, 28 აპრილს:

9:00 - 9:30 საცდელი ტური
9:30 - 12:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩაგერთვებათ დამატებითი საცდელი ტური, სადაც შეგეძლებათ სისტემასთან ურთიერთობის წინასწარ მოსინჯვა.

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმული

გაითვალისწინეთ, რომ საცდელი ტურისათვის დაგზავნილი მომხმარებლის სახელები და პაროლები უნდა გამოიყენოთ ძირითად ტურზე შესასვლელადაც. ასევე, ძირითად ტურზე შესასვლელად გამოიყენებთ საცდელ ტურზე შესასვლელ ბმულს!

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ალგორითმების საფუძვლების ცოდნა და დაპროგრამების (C++) კარგად ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ შესძლებს წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნას!

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ: giolekva@gmail.com-ზე.

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

გისურვებთ წარმატებებს!!!

25 აპრილი, 2024
სატესტო ტური

ყურადღება! შეგახსენებთ, რომ პირველ, ონლაინ ტურზე რეგისტრაციის ვადა იწურება ხვალ, პარასკევს, 2024 წლის 26 აპრილს ღამის 23:00 საათზე , ხოლო ძირითადი ტური დაიწყება 28 აპრილს, დილის 9:30 საათზე, რომელსაც 9:00-ზე წინ უძღვის ნახევარსაათიანი საცდელი ტური სისტემაში შესვლის მოსასინჯად და სისტემის გასატესტად.

ასევე გაცნობებთ, რომ ტურის წინა დღით, 27 აპრილს საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩაგერთვებათ დამატებითი საცდელი ტური, სადაც შეგეძლებათ სისტემასთან ურთიერთობის წინასწარ მოსინჯვა.

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმული დაიდება შეჯიბრის წინა დღეს, 27 აპრილს საღამოს 18:00 საათამდე. ასევე, იმავე დროს, 27-ში, პირველი საცდელი ტურის წინ დაგეგზავნებათ საცდელი და ძირითადი ტურებისათვის მომხმარებლის სახელები და პაროლები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე.

ხშირად შეამოწმეთ ელ-ფოსტა და ყოველდღიურად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება!

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!

19 აპრილი, 2024
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2024 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია პირველ, დაუსწრებელ (ONLINE) ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2024 წლის 28 აპრილს დილის 9:00 საათზე.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 აპრილის ღამის 23:00 საათამდე.

გთხოვთ არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: @students.gov.ge რადგან ეს შიდა კორპორატიული ქსელია და გარედან მეილები არ იგზავნება. ჩვენ კი მონაწილეებს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე უნდა დავუგზავნოთ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები, სხვანაირად ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ შესძლებენ. გარდა ამისა, აკრძალულია ერთი და იგივე ელ-ფოსტით რამდენიმე მონაწილის დარეგისტრირება, რადგან თითოეული მონაწილისათვის გაგზავნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი კონფიდენციალური ინფორმაციაა, მისი სხვისთვის გადაცემა-გაზიარება მკაცრად აკრძალულია და ასეთი ქცევა იწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას! ასევე, ყურადღებით აკრიფეთ თქვენი ელ-ფოსტა. შეცდომით მითითებული ელ-ფოსტის შემთხვევაში, ცხადია ვერ მოხერხდება თქვენთვის მომხმარებლის სახელების და პაროლების დაგზავნა და ვერ შეძლებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას!

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საოლიმპიადო ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++), წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ შესძლებს წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნას!

მონაწილეთა ნაშრომების შეფასება ორივე ტურზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

19 აპრილი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
26 აპრილი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
28 აპრილი 9:00 - 9:30 - საცდელი ტური
28 აპრილი 9:30 - 12:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 28 აპრილის 24:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 29 აპრილის 15:00 საათამდე. 29 აპრილს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება პირველი (ონლაინ) ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

25 მაისი, 2023
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 35-ე ოლიმპიადაში, ხოლო მომდევნო ოთხი მოსწავლე ჩაირიცხება რეზერვში. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

შედეგების მიხედვით განისაზღვრა ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი და მეორე გუნდის წევრი 4-4 მოსწავლე და გოგონათა ნაკრები გუნდის 4 წევრი მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში და ევროპის გოგონათა მე-3 ოლიმპიადაში შესაბამისად.

ეროვნული ნაკრების, რეზერვისტთა, ასევე ახალგაზრდული და გოგონათა ნაკრებების მზადება დაიწყება 8 ივნისს. მზადება თბილისში გაგრძელდება 30 ივნისამდე (ჩათვლით). მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე. ეროვნული ნაკრების 4 წევრი დამატებით ერთკვირიან შეკრებას გაივლის ბაკურიანში 18-24 აგვისტოს, გამგზავრებამდე 2-3 დღით ადრე.

ტრადიციულად, რამდენიმე დღეში შეძლებთ საიტზე იხილოთ ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

21 მაისი, 2023
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრება შეგეძლებათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე 2023 წლის 23 მაისის 18:00 საათამდე

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving"-ის რეჟიმი.

17 მაისი, 2023
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების თარიღად განისაზღვრა ა.წ. 20-21 მაისი. ჩატარების ადგილი ისევ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია.

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

12 მაისი, 2023
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების 13-14 მაისს ჩატარება გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.

ჩატარების ახალი ვადების შესახებ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეებს პერსონალურად ეცნობებათ რუსთაველის ფინდიდან.

შესაბამისი ინფორმაცია დაიდება ჩვენს საიტზეც!

6 მაისი, 2023
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 13-14 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე მოსწავლეთა დაშვების წესი იხილეთ მენიუს პუნქტში "ოლიმპიადის შესახებ".

შესარჩევ ტურზე დაშვებულ მოსწავლეებს პერსონალურად დაუკავშირდებიან რუსთაველის ფონდიდან.

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

1 მაისი, 2023
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს უსურვებს მომავალ წარმატებებს!!!

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე უახლოეს დღეებში დაიდება.

უკვე შეგიძლიათ საკუთარი აქაუნთებით შეხვიდეთ სისტემაში და ამოხსნათ როგორც თქვენი, ასევე სხვა ასაკობრივი ჯგუფების ამოცანები. გარდა ამისა, ამოცანების ამოხსნის მსურველებს, რომლებიც არ იყვნენ ტურის მონაწილეები და არა აქვთ აქაუნთები (ან დაკარგეს თავიანთი პაროლები), სისტემაში შესასვლელად შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის სახელი: checker პაროლი: checker

30 აპრილი, 2023
დასკვნითი ტურის წინასწარი ჯამური შედეგები

დასკვნითი ტურის ორივე დღის წინასწარი ჯამური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 1-ლი მაისის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია").

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

21 აპრილი, 2023
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება 29-30 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2).

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ქვემოთ განთავსებულ განცხადებაში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დასკვნით ტურში გადასულია ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

29 აპრილი (შაბათი):
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

30 აპრილი (კვირა):
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 30 აპრილს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 1-ლი მაისის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

6 აპრილი, 2023
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა 150 ქულა ან მეტი.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving-ის" რეჟიმი. მსურველებს იგივე პაროლებით შეგიძლიათ გააგრძელოთ ამოცანებზე მუშაობა. ვისაც გსურთ სხვა ასაკობრივი ჯგუფის ამოცანების ამოხსნა, შესაბამის ჯგუფში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ - მომხმარებლის სახელი: checker, პაროლი: checker. ამავე სახელით და პაროლით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი დაგავიწყდათ ან დაკარგეთ.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

5 აპრილი, 2023
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 6 აპრილის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია"). 6 აპრილსვე, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

4 აპრილი, 2023
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, რომ დაუსწრებელი ტური ჩატარდება ხვალ, 5 აპრილს:

16:00 - 16:30 საცდელი ტური
16:30 - 19:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმული

გაითვალისწინეთ, რომ საცდელი ტურისათვის დაგზავნილი მომხმარებლის სახელები და პაროლები უნდა გამოიყენოთ ძირითად ტურზე შესასვლელადაც. ასევე, ძირითად ტურზე შესასვლელად გამოიყენებთ საცდელ ტურზე შესასვლელ ბმულს!

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ალგორითმების საფუძვლების ცოდნა და დაპროგრამების (C++) კარგად ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ შესძლებს წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნას!

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ: giolekva@gmail.com-ზე.

1 აპრილი, 2023
სატესტო ტური

ყურადღება! შეგახსენებთ, რომ პირველ, ონლაინ ტურზე რეგისტრაციის ვადა იწურება კვირას, 2023 წლის 2 აპრილს ღამის 23:00 საათზე , ხოლო ძირითადი ტური დაიწყება 5 აპრილს, საღამოს 16:30 საათზე, რომელსაც 16:00-ზე წინ უძღვის ნახევარსაათიანი საცდელი ტური სისტემაში შესვლის მოსასინჯად და სისტემის გასატესტად.

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმული დაიდება შეჯიბრის წინა დღეს, 4 აპრილს. ტურის ჩატარების დღეს, 5 აპრილს საცდელი და ძირითადი ტურებისათვის დაგეგზავნებათ შესაბამისი მომხმარებლის სახელები და პაროლები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე.

ხშირად შეამოწმეთ ელ-ფოსტა და ყოველდღიურად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება!

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!

20 მარტი, 2023
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2023 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია პირველ, დაუსწრებელ (ONLINE) ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2023 წლის 5 აპრილს დღის 16:00 საათზე.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე.

გთხოვთ არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: @students.gov.ge რადგან ეს შიდა კორპორატიული ქსელია და გარედან მეილები არ იგზავნება. ჩვენ კი მონაწილეებს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე უნდა დავუგზავნოთ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები, სხვანაირად ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ შესძლებენ. გარდა ამისა, აკრძალულია ერთი და იგივე ელ-ფოსტით რამდენიმე მონაწილის დარეგისტრირება, რადგან თითოეული მონაწილისათვის გაგზავნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი კონფიდენციალური ინფორმაციაა, მისი სხვისთვის გადაცემა-გაზიარება მკაცრად აკრძალულია და ასეთი ქცევა იწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას! ასევე, ყურადღებით აკრიფეთ თქვენი ელ-ფოსტა. შეცდომით მითითებული ელ-ფოსტის შემთხვევაში, ცხადია ვერ მოხერხდება თქვენთვის მომხმარებლის სახელების და პაროლების დაგზავნა და ვერ შეძლებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას!

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საოლიმპიადო ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++, Free pascal), წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ შესძლებს წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნას!

მონაწილეთა ნაშრომების შეფასება ორივე ტურზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

20 მარტი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
2 აპრილი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
5 აპრილი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
5 აპრილი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 5 აპრილის 24:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 6 აპრილის 15:00 საათამდე. 6 აპრილს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება პირველი (ონლაინ) ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

30 მაისი, 2022
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 34-ე ოლიმპიადაში, ხოლო მომდევნო ოთხი მოსწავლე ჩაირიცხება რეზერვში. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

შედეგების მიხედვით განისაზღვრა ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი და მეორე გუნდის წევრი 4-4 მოსწავლე და გოგონათა ნაკრები გუნდის 4 წევრი მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მე-6 ახალგაზრდულ ონლაინ ოლიმპიადაში და ევროპის გოგონათა მე-2 ოლიმპიადაში შესაბამისად.

ეროვნული ნაკრების, რეზერვისტთა, ასევე ახალგაზრდული და გოგონათა ნაკრებების მზადება დაიწყება 11 ივნისს. მზადება თბილისში გაგრძელდება 25 ივნისამდე (ჩათვლით). მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე. ეროვნული ნაკრების 4 წევრი დამატებით ერთკვირიან შეკრებას გაივლის ბაკურიანში 27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით და მზადებას დაასრულებს კვლავ თბილისში, ერთკვირიანი შეკრებით 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით.

ტრადიციულად, რამდენიმე დღეში შეძლებთ საიტზე იხილოთ ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

22 მაისი, 2022
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრება შეგეძლებათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე 2022 წლის 24 მაისის 18:00 საათამდე.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving"-ის რეჟიმი.

20 მაისი, 2022
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 21-22 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

16 მაისი, 2022
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს უსურვებს მომავალ წარმატებებს!!!

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე უახლოეს დღეებში დაიდება.

უკვე შეგიძლიათ საკუთარი ექაუნთებით შეხვიდეთ სისტემაში და ამოხსნათ როგორც თქვენი, ასევე სხვა ასაკობრივი ჯგუფების ამოცანები. გარდა ამისა, ამოცანების ამოხსნის მსურველებს, რომლებიც არ იყვნენ ტურის მონაწილეები და არა აქვთ აქაუნთები, სისტემაში შესასვლელად შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის სახელი: check პაროლი: check

15 მაისი, 2022
დასკვნითი ტურის წინასწარი ჯამური შედეგები

დასკვნითი ტურის ორივე დღის წინასწარი ჯამური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 16 მაისის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია").

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

14 მაისი, 2022
დასკვნითი ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები

ფინალური ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საბოლოო შედეგები დაიდება მეორე ტურის დამთავრებიდან უახლოეს ორ დღეში.

5 მაისი, 2022
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური წელს ტრადიციულად დასწრებულ ფორმატში გაიმართება 14-15 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2).

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ქვემოთ განთავსებულ განცხადებაში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დასკვნით ტურში გადასულია ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

14 მაისი (შაბათი):
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

15 მაისი (კვირა):
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 15 მაისს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 16 მაისის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

21 აპრილი, 2022
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე ვინც დააგროვა 150 ქულა ან მეტი.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving-ის" რეჟიმი. მსურველებს იგივე პაროლებით შეგიძლიათ გააგრძელოთ ამოცანებზე მუშაობა. ვისაც გსურთ სხვა ასაკობრივი ჯგუფის ამოცანების ამოხსნა, შესაბამის ჯგუფში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ - მომხმარებლის სახელი: check, პაროლი: check.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

20 აპრილი, 2022
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

მიუხედავად ჩვენს საიტზე გამოდებული მკაცრი გაფრთხილებისა, რომ ნაშრომები შემოწმდებოდა პლაგიატზე და გადაწერის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გადაწერაში მონაწილე ორივე მონაწილე მოიხსნებოდა შეჯიბრებიდან, სამწუხაროდ, მაინც დადასტურდა გადაწერის ორი ფაქტი, ერთი ქუთაისში და ერთი თბილისში. შესაბამისად, ოლიმპიადის ჟიურის გადაწყვეტილებით, გადაწერაში მონაწილე ოთხივე მოსწავლე დისკვალიფიცირებული იქნა. ეს მოსწავლეები ცხადია შედეგების ცხრილებში აღარ ფიგურირებენ, თუმცა მათი გვარების საჯაროდ გამოცხადებისაგან ამჯერად თავს ვიკავებთ. იმედია, ისინი გააანალიზებენ თავიანთ შეცდომას და მეორედ ასეთ რაიმეს აღარ ჩაიდენენ!

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 21 აპრილის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია"). 21 აპრილსვე, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

19 აპრილი, 2022
ყურადღება!!!

ჩვენს ოლიმპიადაზე რამდენიმე მოსწავლე დარეგისტრირებულია ელ-ფოსტით: @students.gov.ge. გთხოვთ, ასეთი მონაწილეები სასწრაფოდ თავიდან დარეგისტრირდეთ, რადგან ეს შიდა კორპორატიული ქსელია და გარედან მეილები არ იგზავნება. ჩვენ კი მონაწილეებს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე უნდა დავუგზავნოთ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები, სხვანაირად ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ შესძლებენ.

გარდა ამისა, რამდენიმე მონაწილე დარეგისტრირებულია ერთი და იგივე ელ-ფოსტით, რაც აგრეთვე არ შეიძლება, რადგან თითოეული მონაწილისათვის გაგზავნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი კონფიდენციალური ინფორმაციაა, მისი სხვისთვის გადაცემა-გაზიარება მკაცრად აკრძალულია და ასეთი ქცევა იწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას!

ასევე, ზოგიერთ მონაწილეს არასწორად აქვს მითითებული თავისი ელ-ფოსტა, რის გამოც ვერ ხერხდება მათთვის მომხმარებლის სახელების და პაროლების დაგზავნა. ვისაც ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ეს ინფორმაცია, გთხოვთ პირველ რიგში შეამოწმეთ spam (ხანდახან გამოგზავნილი მეილი შეიძლება იქ მოხვდეს) და თუ იქაც არ იქნება, მაშინ ასევე სასწრაფოდ თავიდან გაიარეთ რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!! გარდა ამისა, ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

გაითვალისწინეთ, რომ საცდელი ტურისათვის დაგზავნილი მომხმარებლის სახელები და პაროლები უნდა გამოიყენოთ ძირითად ტურზე შესასვლელადაც. ასევე, ძირითად ტურზე შესასვლელად გამოიყენებთ საცდელ ტურზე შესასვლელ ბმულს!

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ალგორითმების საფუძვლების ცოდნა და დაპროგრამების (C++) კარგად ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ შესძლებს წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნას!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

19 აპრილი, 2022
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, რომ დაუსწრებელი ტური ჩატარდება ხვალ, 20 აპრილს:

16:00 - 16:30 საცდელი ტური
16:30 - 19:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 აპრილს, სამშაბათს, საღამოს 18 საათზე ჩატარდება ერთსაათიანი დამატებითი სატესტო ტური (18:00-19:00), რომელში მონაწილეობაც აუცილებელია ყველა დარეგისტრირებული მოსწავლისათვის. სატესტო შეჯიბრზე შესასვლელი ბმული

ძირითად ტურში შესასვლელადაც გამოიყენებთ იგივე ბმულს.

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ: giolekva@gmail.com-ზე.

17 აპრილი, 2022
სატესტო ტური

ყურადღება! შეგახსენებთ, რომ პირველ, ონლაინ ტურზე რეგისტრაციის ვადა იწურება ორშაბათს, 2022 წლის 18 აპრილს ღამის 23:00 საათზე , ხოლო ძირითადი ტური დაიწყება 20 აპრილს, საღამოს 16:30 საათზე, რომელსაც 16:00-ზე წინ უძღვის ნახევარსაათიანი საცდელი ტური სისტემაში შესვლის მოსასინჯად და სისტემის გასატესტად.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 19 აპრილს, სამშაბათს, საღამოს 18 საათზე ჩატარდება ერთსაათიანი დამატებითი სატესტო ტური (18:00-19:00), რომელში მონაწილეობაც აუცილებელია ყველა დარეგისტრირებული მოსწავლისათვის. სატესტო შეჯიბრზე შესასვლელი ბმული დაიდება 18 აპრილს ღამით რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ. ხოლო მოგვიანებით საცდელი ტურისათვის დაგეგზავნებათ ასევე შესაბამისი მომხმარებლის სახელები და პაროლები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე.

ხშირად შეამოწმეთ ელ-ფოსტა და ყოველდღიურად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება!

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!

14 აპრილი, 2022
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2022 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია პირველ, დაუსწრებელ (ONLINE) ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 20 აპრილს დღის 16:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 აპრილის ღამის 23:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საოლიმპიადო ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++, Free pascal). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება ორივე ტურზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

15 აპრილი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
18 აპრილი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
20 აპრილი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
20 აპრილი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 20 აპრილის 24:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 21 აპრილის 15:00 საათამდე. 21 აპრილს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება პირველი (ონლაინ) ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

19 მაისი, 2021
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ხოლო მომდევნო ოთხი მოსწავლე ჩაირიცხება რეზერვში. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

შედეგების მიხედვით განისაზღვრა ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი და მეორე გუნდის წევრი 4-4 მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მე-5 ახალგაზრდულ ონლაინ ოლიმპიადაში.

ნაკრების, რეზერვისტთა და ახალგაზრდული ნაკრების მზადება დაიწყება 24 მაისს. ნაკრების და რეზერვისტთა მზადება გაგრძელდება 17 ივნისამდე (ჩათვლით). მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე. ბმულებს ონლაინ მეცადინეობებისთვის უახლოეს დღეებში მოგაწოდებთ.

ტრადიციულად, უკვე შეგიძლიათ საიტზე იხილოთ ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

16 მაისი, 2021
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრება შეგეძლებათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე 2021 წლის 19 მაისის 15:00 საათამდე.

შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე 20 მაისის 23:00 საათამდე.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving"-ის რეჟიმი.

6 მაისი, 2021
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 15-16 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

ასევე გთხოვთ ყველა მონაწილეს ტურებზე აუცილებლად გამოცხადდეთ პირბადეებით!!!

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

26 აპრილი, 2021
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს უსურვებს მომავალ წარმატებებს!!!

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე უახლოეს დღეებში დაიდება.

უკვე შეგიძლიათ საკუთარი ექაუნთებით შეხვიდეთ სისტემაში და ამოხსნათ როგორც თქვენი, ასევე სხვა ასაკობრივი ჯგუფების ამოცანები. გარდა ამისა, ამოცანების ამოხსნის მსურველებს, რომლებიც არ იყვნენ ტურის მონაწილეები და არა აქვთ აქაუნთები, სისტემაში შესასვლელად შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის სახელი: checker პაროლი: checker

25 აპრილი, 2021
ფინალური ტურის წინასწარი ჯამური შედეგები

ფინალური ტურის ორივე დღის წინასწარი ჯამური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 26 აპრილის 15:00 საათამდე (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ მენიუს პუნქტში "ინსტრუქცია").

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

25 აპრილი, 2021
ფინალური ტურის მეორე დღის წინასწარი შედეგები

ფინალური ტურის მეორე დღის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

მიმდინარეობს ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება, რის შემდეგაც წინასწარი ჯამური შედეგები დაიდება დღეს საღამოს 10 საათიდან.

24 აპრილი, 2021
ფინალური ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები

ფინალური ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

შეგახსენებთ, რომ საბოლოო შედეგები დაიდება მეორე ტურის დამთავრებიდან უახლოეს ორ დღეში.

23 აპრილი, 2021
დასკვნითი ტური

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება დაუსწრებელ (ONLINE) რეჟიმში 24-25 აპრილს.

CMS-ის ინსტრუქცია შეგიძლია იხილოთ აქ

მატესტირებელ სისტემაში შესასვლელად უნდა შეხვიდეთ შემდეგ მისამართზე: cms.geoi.ge

მომხმარებლის სახელები და პაროლები გამოგეგზავნებათ ოლიმპიადის რეგისტრაციის დროს მითითებულ email-ებზე 23 აპრილს (პარასკევს) საღამოს 9 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!! ასევე პლაგიარიზმში შემჩნეული მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება ოლიმპიადიდან!

დამატებითი ინფორმაციისათვის პერიოდულად შეამოწმეთ: geoi.ge და თქვენი ელ-ფოსტები!

შენიშვნა: ჩვენს მიერ გამოგზავნილი მაილები ზოგიერთთან spam-ში ვარდება და იქაც შეამოწმეთ ხოლმე აუცილებლად!!!

სავარჯიშო ტური გაიმართება ძირითადი ტურის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე (იხილეთ განცხადება ქვემოთ). მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

17 აპრილი, 2021
დასკვნითი ტური

კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყდა, რომ წელსაც ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური, ისევე როგორც პირველი ტური, გაიმართება დაუსწრებელ (ONLINE) რეჟიმში 24-25 აპრილს.

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ქვემოთ განთავსებულ განცხადებაში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დასკვნით ტურში გადასულია ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

დასკვნითი (დაუსწრებელი) ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

24 აპრილი (შაბათი):
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

25 აპრილი (კვირა):
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

შეგახსენებთ, რომ შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 25 აპრილს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 26 აპრილის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომები პროგრამულადაც და ხელითაც შემოწმებული იქნება პლაგიატზე და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც) მოხსნილი იქნებიან შეჯიბრებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთ რაიმეს ადგილი არ ექნება!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

29 მარტი, 2021
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

კონტესტის საიტზე ჩართულია "upsolving-ის" რეჟიმი. მსურველებს იგივე პაროლებით შეგიძლიათ გააგრძელოთ ამოცანებზე მუშაობა.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

28 მარტი, 2021
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 29 მარტის 15:00 საათამდე. 29 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

27 მარტი, 2021
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, დაუსწრებელი ტური ჩატარდება ხვალ, 28 მარტს:

10:00 - 10:30 საცდელი ტური
10:30 - 13:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 მარტს, საღამოს 18 საათზე ჩატარდება ერთსაათიანი დამატებითი სატესტო ტური (18:00-19:00), რომელში მონაწილეობაც სასურველია ყველა დარეგისტრირებული მოსწავლისათვის. სატესტო შეჯიბრზე შესასვლელი ბმული

ძირითად ტურში შესასვლელადაც გამოიყენებთ იგივე ბმულს.

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ: giolekva@gmail.com-ზე.

23 მარტი, 2021
სატესტო ტური

ყურადღება! შეგახსენებთ, რომ პირველი, ონლაინ ტური დაიწყება 28 მარტს დილის 10 საათსა და 30 წუთზე, რომელსაც წინ უძღვის ნახევარსაათიანი საცდელი ტური სისტემაში შესვლის მოსასინჯად და სისტემის გასატესტად.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 27 მარტს, შაბათს, საღამოს 18 საათზე ჩატარდება ერთსაათიანი დამატებითი სატესტო ტური (18:00-19:00), რომელში მონაწილეობაც სასურველია ყველა დარეგისტრირებული მოსწავლისათვის. სატესტო შეჯიბრზე შესასვლელი ბმული დაიდება 26 მარტს ღამით რეგისტრაციის დამთავრებისთანავე. ამ დროს დაგეგზავნებათ ასევე შესაბამისი მომხამრებლის სახელები და პაროლები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე.

ხშირად შეამოწმეთ ელ-ფოსტა და ყოველდღიურად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება!

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!

19 მარტი, 2021
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2021 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია პირველ, დაუსწრებელ (ONLINE) ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2021 წლის 28 მარტს დილის 10:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 მარტის ღამის 23:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საოლიმპიადო ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++, Free pascal). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება ორივე ტურზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

19 მარტი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
26 მარტი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
28 მარტი 10:00 - 10:30 - საცდელი ტური
28 მარტი 10:30 - 13:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 28 მარტს 23:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 29 მარტის 15:00 საათამდე. 29 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება პირველი (ონლაინ) ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

2 მარტი, 2021
ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-8 ოლიმპიადისშედეგები

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე (ცხრილებში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადა არანულოვანი შედეგებით დაასრულეს). ტოლი ქულების შემთხვევაში ადგილები განისაზღვრა უკეთესი ჯამური დროის მიხედვით.
5-8 კლასები
9-10 კლასები
11-12 კლასები

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები დაეგზავნებათ ელ-ფოსტის საშუალებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში!

მალე, მარტის მეორე ნახევრიდან სტარტს აიღებს ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველი ტური ტრადიციულად ონლაინ ჩატარდება, ხოლო დასკვნითი და ნაკრების შესარჩევი ტურები პანდემიიდან გამომდინარე სიტუაციის მიხედვით. ეროვნული ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციები იხილეთ ჩვენს საიტზე. აქედანვე მოხდება მონაწილეთა რეგისტრაციაც, რომელიც მალე გამოცხადდება.

ვულოცავთ ზამთრის ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეს და ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს!!!

7 აგვისტო, 2020
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ხოლო მომდევნო ოთხი მოსწავლე ჩაირიცხება რეზერვში. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

შედეგების მიხედვით განისაზღვრა ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი და მეორე გუნდის წევრი 4-4 მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მე-4 ახალგაზრდულ ონლაინ ოლიმპიადაში.

ნაკრების, რეზერვისტთა და ახალგაზრდული ნაკრების მზადება დაიწყება 10 აგვისტოს. ნაკრების და რეზერვისტთა მზადება გაგრძელდება 8 სექტემბრამდე (ჩათვლით), ხოლო ახალგაზრდული ნაკრების მომზადება დასრულდება 29 აგვისტოს. მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე. ბმულებს ონლაინ მეცადინეობებისთვის უახლოეს დღეებში მოგაწოდებთ.

უკვე შეგიძლიათ საიტზე იხილოთ ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

4 აგვისტო, 2020
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგები

ცხრილში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტურები ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში დაწვრილებითი ინსტრუქცია იხილეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე

1 აგვისტო, 2020
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 3-4 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
9:00-9:30 - საცდელი ტური
9:30-14:30 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

ასევე გთხოვთ ყველა მონაწილეს ტურებზე აუცილებლად გამოცხადდეთ პირბადეებით!!!

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

1 აგვისტო, 2020
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე დღეს საღამოს დაიდება.

უკვე შეგიძლიათ საკუთარი ექაუნთებით შეხვიდეთ სისტემაში და ამოხსნათ როგორც თქვენი, ასევე სხვა ასაკობრივი კატეგორიის ამოცანები.

30 ივლისი, 2020
ფინალური ტურის წინასწარი ჯამური შედეგები

ფინალური ტურის ორივე დღის წინასწარი ჯამური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

პლაგიატის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა 6 მოსწავლე. ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 31 ივლისის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

30 ივლისი, 2020
ფინალური ტურის მეორე დღის წინასწარი შედეგები

ფინალური ტურის მეორე დღის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8 (შეფასების სისტემის კორექციის შემდეგ)
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

მიმდინარეობს ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება, რის შემდეგაც წინასწარი ჯამური შედეგები დაიდება დღეს საღამოს 10 საათიდან

29 ივლისი, 2020
ფინალური ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები

ფინალური ტურის პირველი დღის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

შეგახსენებთ, რომ საბოლოო შედეგები დაიდება მეორე ტურის დამთავრებიდან უახლოეს ორ დღეში.

25 ივლისი, 2020
ახალი მატესტირებელი სისტემა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიადა ახალ მატესტირებელ სისტემა CMS-ზე გადადის.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, დროულად მოსინჯოთ აღნიშნულ სისტემასთან მუშაობა, რომ მერე შეჯიბრის მიმდინარეობის დროს რაიმე პრობლემები არ შეგექმნათ!!!

CMS-ის ინსტრუქცია შეგიძლია იხილოთ აქ

მატესტირებელ სისტემაში შესასვლელად უნდა შეხვიდეთ შემდეგ მისამართზე: cms.geoi.ge მომხმარებლის სახელი და პაროლები გამოგზავნილია ოლიმპიადის რეგისტრაციის დროს მითითებულ email-ებზე. იმავე მომხმარებლით შეძლებთ დასკვნით ტურში მონაწილეობასაც.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: პაროლების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია!!! პლაგიარიზმში შემჩნეული მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება ოლიმპიადიდან!

დამატებითი ინფორმაციისათვის პერიოდულად შეამოწმეთ: geoi.ge და თქვენი ელ-ფოსტები!

მატესტირებელ სისტემასთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

22 ივლისი, 2020
ოლიმპიადის ჩატარების საბოლოო თარიღი

მაქსიმალურად ყველას ინტერესების გათვალისწინების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ დასკვნითი ტურები გაიმართება 29-30 ივლისს!!!

დასკვნითი (დაუსწრებელი) ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

29 ივლისი (ოთხშაბათი):
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

30 ივლისი (ხუთშაბათი):
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

ოთხშაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო ხუთშაბათს - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 30 ივლისს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 31 ივლისსს 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი 1-2 დღის ვადაში.

შენიშვნა: ჩვენს მიერ გამოგზავნილი მაილები ზოგიერთთან spam-ში ვარდება და იქაც შეამოწმეთ ხოლმე აუცილებლად!!!

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

21 ივლისი, 2020
ოლიმპიადის ჩატარების თარიღი

ყურადღება!!!

შექმნილი გარკვეული პრობლემების გამო იგეგმება დასკვნითი ტურების გადატანა 30-31 ივლისს, შესაბამისად შესარჩევი ტურები 3-4 აგვისტოდან გადაიწევს 5-6 აგვისტოს. გთხოვთ დღის ბოლომდე აუცილებლად მომწეროთ, ხომ არა გაქვთ რაიმე პრობლემა ამ თარიღებთან დაკავშირებით. მათემატიკოსებისთვის არაფერი არ იცვლება. პირიქით, თუ ადრე 24,26-ში ინფორმატიკის შესარჩევები უნდა ეწერათ და მერე 27-28-ში გადაბმულად მათემატიკის, ახლა პირიქით იქნება, 27-28 მათემატიკა და 30-31 ინფორმატიკა, თანაც შუაში ერთი დღე დასვენება იქნება და გადაბმულად წერა აღარ მოგიწევთ. ინფორმატიკის შესარჩვევამდეც პრაქტიკულად იგივე ინტერვალ დარჩება, იმასაც 2 დღით გადავწევთ.

კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას დღის ბოლომდე მომწეროთ ე-მაილზე: mandariag@gmail.com, თუ ვინმეს რაიმე სერიოზული პრობლემა ექმნება!!! თუ არადა, ხვალიდან ოფიციალურად შევცვლით თარიღებს!

21 ივლისი, 2020
ახალი მატესტირებელი სისტემა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიადა ახალ მატესტირებელ სისტემა CMS-ზე გადადის. CMS თანამედროვე მატესტირებელი პლატფორმაა, რომლითაც არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადა სარგებლობს.

ფინალური ONLINE ტური, ისვე როგორც ნაკრების შესარჩევი ტურები CMS-ში გაიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებს არ აქვთ აღნიშნულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, გადავწყვიტეთ სატესტო რაუნდი არა მარტო შეჯიბრამდე ნახევარი საათით ადრე, არამედ უკვე ჩავრთოთ და რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხოთ. CMS-ის ინსტრუქცია შეგიძლია იხილოთ აქ

მატესტირებელ სისტემაში შესასვლელად უნდა შეხვიდეთ შემდეგ მისამართზე: cms.geoi.ge
მომხმარებლის სახელი და პაროლები უკვე დაგენერირებულია და გამოგზავნილი ოლიმიადის რეგისტრაციის დროს მითითებულ email-ებზე. იმავე მომხმარებლით შეძლებთ დასკვნით ტურში მონაწილეობასაც.

გაითვალისწინეთ, რომ სხვა მონაწილეებისთვის მისი გაზიარება მკაცრად აკრძალულია. პლაგიარიზმში ჩართული ნებისმიერი მონაწილე ავტომატურად დისკვალიფიცირებული იქნება ოლიმპიადიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის პერიოდულად შეამოწმეთ: geoi.ge და თქვენი ელ-ფოსტები

მატესტირებელ გარემოსთან რაიმე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: giolekva@gmail.com

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

19 ივლისი, 2020
დასკვნითი ტური

კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყდა, რომ წელს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური, ისევე როგორც პირველი ტური, გაიმართება დაუსწრებელ (ONLINE) რეჟიმში 24 და 26 ივლისს.

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ქვემოთ განთავსებულ განცხადებაში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დასკვნით ტურში გადასულია ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

დასკვნითი ტური ჩატარდება განახლებული ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით. ტურის ჩატარებამდე დაახლოებით 3 დღით ადრე საიტზე ჩაირთვება ახალი სისტემის გატესტვის რეჟიმი. აქვე დაიდება სისტემაში შესასვლელად საჭირო ბმულები. განახლდება ახალ სისტემასთან სამუშაო ინსტრუქციაც.

ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება აქ, საიტზე. მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება.

დასკვნითი (დაუსწრებელი) ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

24 ივლისი (პარასკევი):
9:30 - 10:00 - საცდელი ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური

26 ივლისი (კვირა):
9:30 - 10:00 - საცდელი ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 26 ივლისს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 27 ივლისსს 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

16 მარტი, 2020
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

15 მარტი, 2020
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 16 მარტის 15:00 საათამდე. 16 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

15 მარტი, 2020
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, დაუსწრებელი ტური ჩატარდება დღეს, 15 მარტს:

16:00 - 16:30 - საცდელი ტური
16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სატესტო ტურში შესასვლელი ბმული: Practice

ძირითად ტურში შესასვლელი ბმულები:
მე-7, მე-8 კლასები
მე-9, მე-10 კლასები
მე-11, მე-12 კლასები

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ gurkot@gmail.com-ზე.

1 მარტი, 2020
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2020 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2020 წლის 15 მარტს დღის 16:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 მარტის ღამის 23:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველი (დაუსწრებელი) და მეორე (დასწრებული) ეტაპის ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++, Free pascal). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელ ტურებზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

1-ლი მარტი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
13 მარტი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
15 მარტი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
15 მარტი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

რეგისტრაციის პროცესში რაიმე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: gurkot@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 15 მარტს 23:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 16 მარტის 15:00 საათამდე. 16 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

22 აპრილი, 2019
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები...
შედეგები

პირველ ოთხ ადგილზე გასულ მოსწავლეებს რეკომენდაცია მიეცემათ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებში, ხოლო მომდევნო ოთხ მოსწავლეს რეზერვში ჩასარიცხად. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

უახლოეს მომავალში საიტზე დაიდება ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით

21 აპრილი, 2019
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები...

17 აპრილი, 2019
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 20-21 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
8:00-8:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
8:30-9:00 - საცდელი ტური
9:00-14:00 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: კოსტავას 77ა (სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის უკან).

15 აპრილი, 2019
დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში -  ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების ჩატარების შესახებ განცხადება და შესარჩევ ტურებზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე უახლოეს დღეებში დაიდება.

14 აპრილი, 2019
დასკვნითი ტურის წინასწარი შედეგები

დასკვნითი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

7-8 კლასების ასაკობრივ კატეგორიაში შედეგები მოცემულია ქულათა სკალირების შემდეგ.

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დასკვნითი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში საჭიროა შეავსოთ შემდეგი საპრეტენზიო განაცხადი და გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე 15 აპრილის 15:00 საათამდე. 15 აპრილს, ღამის 23 საათიდან საიტზე დაიდება დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები.

1 აპრილი, 2019
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 13 და 14 აპრილს.

შაბათი დღის განრიგი ასეთია:

10:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
10:00-10:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
10:30-11:00 - საცდელი ტური
11:00-16:00 - ძირითადი ტური

კვირა დღის განრიგი ასეთია:

9:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

მონაწილეებს გთხოვთ დროულად გამოცხადდეთ ოლიმპიადაზე. დაგვიანებული მოსწავლეები შეჯიბრზე არ დაიშვებიან!

შეგახსენებთ, რომ შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

ტურის წინასწარი შედეგები საიტზე დაიდება 14 აპრილს ღამის 23 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის, ანუ 15 აპრილის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

13 მარტი, 2019
დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება უახლოეს მომავალში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

12 მარტი, 2019
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:
I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

შეგახსენებთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 13 მარტის 15:00 საათამდე. 13 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები..

12 მარტი, 2019
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, დაუსწრებელი ტური ჩატარდება დღეს, 12 მარტს:

16:00 - 16:30 - საცდელი ტური
16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სატესტო ტურში შესასვლელი ბმული: Practice

ძირითად ტურში შესასვლელი ბმულები:
მე-7, მე-8 კლასები
მე-9, მე-10 კლასები
მე-11, მე-12 კლასები

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ gurkot@gmail.com-ზე.

5 მარტი, 2019
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2019 წელს „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2019 წლის 12 მარტს საღამოს 16:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 მარტის ღამის 23:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველი (დაუსწრებელი) და მეორე (დასწრებული) ეტაპის ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას (C++, Free pascal). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელ ტურებზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:

5 მარტი 13:00 - რეგისტრაციის დაწყება
11 მარტი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
12 მარტი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
12 მარტი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე (იხილეთ მენიუს პუნქტი „ინსტრუქცია“).

რეგისტრაციის პროცესში რაიმე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: gurkot@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 12 მარტს 23:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 13 მარტის 15:00 საათამდე. 13 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ გისურვებთ წარმატებებს!!!

21 მაისი, 2018
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები...
შედეგები

პირველ ოთხ ადგილზე გასულ მოსწავლეებს რეკომენდაცია მიეცემათ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებში, ხოლო მომდევნო ოთხ მოსწავლეს რეზერვში ჩასარიცხად. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

უახლოეს მომავალში საიტზე დაიდება ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით

21 მაისი, 2018
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების წინასწარი შედეგები...
შედეგები

პირველ ოთხ ადგილზე გასულ მოსწავლეებს რეკომენდაცია მიეცემათ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებში, ხოლო მომდევნო ოთხ მოსწავლეს რეზერვში ჩასარიცხად. ნაკრების წევრთა და რეზერვისტთა გამოვლენის წესი იხილეთ მენიუს პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ.

უახლოეს მომავალში საიტზე დაიდება ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით

11 მაისი, 2018
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

ორივე დღის განრიგი ასეთია:

8:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
8:00-8:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
8:30-9:00 - საცდელი ტური
9:00-14:00 - ძირითადი ტური

ტურის წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ტურის დამთავრების დღეს. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ტურის დამთავრებიდან მეორე დღის 15:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ტურის დამთავრებიდან უახლოესი სამი დღის ვადაში.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

11 მაისი, 2018
შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

გიორგი კლდიაშვილი
ვანო გამეზარდაშვილი
ალექსანდრე ხოხიაშვილი
დავით ხვედელიძე
ბექა გრძელიშვილი
ალექსანდრე ხარაბაძე
ბაქარ გამეზარდაშვილი
დიმიტრი კორკოტაშვილი
ნიკა სალია
ოთარ ემნაძე
ნიკოლოზ ბირკაძე
თეიმურაზ თოლორაია
ანა ონოფრიშვილი
ალექსანდრე სხირტლაძე
თამარ კორკოტაშვილი
გიორგი კობახია
არჩილ ბასაძიშვილი
ლაშა კვატაშიძე
თომა ფირცხელანი
იოანე კაპანაძე
გიორგი ჩხაიძე
ლუკა სანარსკი
ლუკა მოსიაშვილი
იაკობ რიგვავა
დავით მემარნიშვილი
ერეკლე ხომასურიძე
ნიკა თამლიანი
ვალერიანე მურცხვალაძე
გიორგი ნადარეიშვილი
გიორგი ამბოკაძე

30 აპრილი, 2018
დასკნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება 19-20 მაისს. შესაბამისი განცხადება და შესარჩევ ტურზე მოწვეულ მოსწავლეთა სია საიტზე მოგვიანებით დაიდება.

29 აპრილი, 2018
დასკვნითი ტურის წინასწარი შედეგები

დასკვნითი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დასკვნითი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში საჭიროა შეავსოთ შემდეგი საპრეტენზიო განაცხადი და გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე 30 აპრილის 15:00 საათამდე. 30 აპრილს, ღამის 23 საათიდან საიტზე დაიდება დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები.

20 აპრილი, 2018
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში 28 და 29 აპრილს.

ორივე დღის (შაბათი და კვირა) განრიგი ასეთია:

9:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

მონაწილეებს გთხოვთ დროულად გამოცხადდეთ ოლიმპიადაზე. დაგვიანებული მოსწავლეები შეჯიბრზე არ დაიშვებიან!

შეგახსენებთ, რომ შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: კოსტავას 77ა

5 აპრილი, 2018
დაუსწრებელი ტურის შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე, ვინც დააგროვა 150 და მეტი ქულა. ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი გამოცხადდება აღდგომის შემდეგ უახლოეს დღეებში. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

5 აპრილი, 2018
დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები

დაუსწრებელი ტურის წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც დაუსწრებელი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა. საბოლოო შედეგები დაიდება დღეს 23:00 საათიდან.

4 აპრილი, 2018
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩება

შეგახსენებთ, დაუსწრებელი ტური ჩატარდება დღეს, 4 აპრილს:

16:00 - 16:30 საცდელი ტური
16:30 - 19:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სატესტო ტურში შესასვლელი ბმული: Practice

ძირითად ტურში შესასვლელი ბმულები:
მე-7, მე-8 კლასები
მე-9, მე-10 კლასები
მე-11, მე-12 კლასები

თუ რეგისტრაციის დროს შეყვანილი მომხმარებლის სახელით ვერ შეძელით ავტორიზაცია, სცადეთ იმეილით შესვლა!

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ gurkot@gmail.com - ზე ან დარეკეთ ტელეფონზე: 592499909.

2 აპრილი, 2018
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2018 წელს “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ეროვნულ დონეზე ოლიმპიადას ინფორმატიკაში

ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2018 წლის 4 აპრილს საღამოს 16:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აპრილის ღამის 23:00 საათამდე.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:
2 აპრილი 10:00 - რეგისტრაციის დაწყება
3 აპრილი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
4 აპრილი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
4 აპრილი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

რეგისტრაციის პროცესში რაიმე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: levangabeskiria@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 4 აპრილს 22:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 5 აპრილის 15:00 საათამდე. 5 აპრილს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.

ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მენიუს პუნქტებში „ოლიმპიადის შესახებ“ და „ინსტრუქცია“.

“საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” გისურვებთ წარმატებებს!!!

11 აპრილი, 2017
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები...

შედეგები

პირველ ოთხ ადგილზე გასულ მოსწავლეებს რეკომენდაცია მიეცემათ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებში, ხოლო მომდევნო ოთხ მოსწავლეს რეზერვში ჩასარიცხად. გარდა ამისა, 2002 წლის პირველი იანვრიდან დაბადებული ის მოსწავლეები, რომლებიც ამ ასაკის ბავშვებს შორის მოხვდნენ პირველ ოთხეულში (ნიკა ბირკაძე, თეიმურაზი თოლორაია, იოანე კაპანაძე, გიორგი კობახია), ჩაითვლებიან საქართველოს მოსწავლეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებად, რომელიც საჭირო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში გაემგზავრება ინფორმატიკაში სრულიად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე , რომელიც გაიმართება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ამა წლის 7-13 სექტემბერს.

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" გისურვებთ წარმატებებს! უახლოეს მომავალში საიტზე დაიდება ყველა ტურში გამოყენებული ამოცანების სრული კომპლექტი ამოხსნებით და ტესტებით.

6 აპრილი, 2017
შესარჩევი ტურები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები გაიმართება ა.წ. 8 და 9 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნაკრების შესარჩევ ტურებზე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან დაშვებულია ის მოსწავლეები, რომლებიც დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით მოხვდნენ პირველ ათეულში და დააგროვეს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 1/3 (უფროსებში 200 ქულა, საშუალო და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში 100 ქულა).

განრიგი ასეთია:

8 აპრილი - პირველი ტური:
8:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
8:00-8:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
8:30-9:00 - საცდელი ტური
9:00-14:00 - ძირითადი ტური

9 აპრილი - მეორე ტური:
9:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
9:00-9:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

10 აპრილი - აპელაციების მიღება და განხილვა

11 აპრილი - ნაკრების შემადგენლობის გამოცხადება

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" გისურვებთ წარმატებებს.

4 აპრილი, 2017
შესარჩევ ტურში გადასული მოსწავლეების სია

ალექსანდრე სხირტლაძე
ალექსანდრე ხარაბაძე
ალექსანდრე ხოხიაშვილი
ანა ონოფრიშვილი
არჩილ ბასაძიშვილი
ბაქარ გამეზარდაშვილი
ბექა გრძელიშვილი
გიორგი კლდიაშვილი
გიორგი კობახია
გიორგი ჩხაიძე
გურამ კოკაია
დავით მემარნიშვილი
დავით ხვედელიძე
ვანო გამეზარდაშვილი
ვახტანგი კოტორეიშვილი
თამარ კორკოტაშვილი
თეიმურაზი თოლორაია
თემური ყანთელაძე
იაკობ რიგვავა
იოანე კაპანაძე
ლაშა კვატაშიძე
ლექსო ბორაშვილი
ლუკა გოგოლაძე
მარია ცხვედიანი
ნიკა ბირკაძე
ნიკა სალია
ნიკოლოზ შალიკიანი
ნიკოლოზ შარიქაძე
საბა თავდგირიძე

4 აპრილი, 2017
დასკნითი ტურის საბოლოო შედეგები

გთავაზობთ დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგებს:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

გამარჯვებულების გამოვლენის წესი იხილეთ შესაბამის პუნქტში - ოლიმპიადის შესახებ

"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს გამარჯვებულებს, ხოლო დანარჩენებს, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

29 მარტი, 2017
დასკვნითი ტური

ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში 1 და 2 აპრილს. შაბათის განრიგი ასეთია:

8:00 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
8:00-8:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
8:30-9:00 - საცდელი ტური
9:00-14:00 - ძირითადი ტური

კვირის განრიგი ასეთია:

8:30 - მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო;
8:30-9:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია;
9:00-9:30 - ოლიმპიადის გახსნა;
9:30-10:00 - საცდელი ტური
10:00-15:00 - ძირითადი ტური

გახსნის ცერემონიაზე მოწვეული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის და სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეებს გთხოვთ დროულად გამოცხადდეთ ოლიმპიადაზე. დაგვიანებული მოსწავლეები შეჯიბრზე არ დაიშვებიან!

სასურველია გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მშობლები.

შეგახსენებთ, რომ შაბათს გაიმართება ტური უფროსი (I ტური) და საშუალო ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ხოლო კვირას - უფროსი (II ტური) და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

უმცროსი და საშუალო ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს მათთვის თავისუფალ დღეს (შაბათს და კვირას შესაბამისად) შეუძლიათ კონკურსგარეშე მონაწილეობა მიიღონ მათთვის სასურველ ასაკობრივი ჯგუფის კონტესტში. ამისათვის საჭიროა ტურამდე 30 წუთით ადრე იქვე გაიარონ რეგისტრაცია.

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ან პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობა (ქსეროასლი).

მისამართი: კოსტავას 77ა

25 მარტი, 2017
დაუსწრებელი ტურის შედეგები

დაუსწრებელი ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში:

I ასაკობრივი კატეგორია 7-8
II ასაკობრივი კატეგორია 9-10
III ასაკობრივი კატეგორია 11-12

დასკვნით ტურში გადავიდა ყველა ის მონაწილე ვინც დააგროვა მინიმუმ 150 ქულა.

დასკვნით ტურში გადასულებს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია" ულოცავს მიღწეულ წარმატებას, ხოლო მათ, ვინც ვერ გადავიდა, უსურვებს მომავალ წარმატებებს.

დასკვნითი ტური ჩატარდება 1 და 2 აპრილს, დაწვრილებითი ინფორმაცია ჩატარების ადგილის და განრიგის შესახებ დაიდება საიტზე უახლოეს დღეებში.

24 მარტი, 2017
დაუსწრებელ ტურამდე ცოტა დრო რჩებ

შეგახსენებთ, დაუსწრებელი ტური ჩატარდება დღეს 24 მარტს:

16:00 - 16:30 საცდელი ტური
16:30 - 19:30 დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სატესტო ტურში შესასვლელი ბმული: Practice

ძირითად ტურში შესასვლელი ბმულები:
მე-7, მე-8 კლასები
მე-9, მე-10 კლასები
მე-11, მე-12 კლასები

ძირითად ტურში ჯამური გაგზავნების მაქსიმალური რაოდენობა არის 60.

თუ პრობლემები შეგექმნათ სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ gsaghinadze@gmail.com - ზე.

22 მარტი, 2017
რეგისტრაცია დაუსწრებელი ტურისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2017 წელს “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ტურნირს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკაში და ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI) ირანში. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ნაკრების გამგზავრება ირანში სრულად არის დაფინანსებული.

ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელიც გაიმართება 2017 წლის 24 მარტს საღამოს 16:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 23 მარტის ღამის 23:00 საათამდე.

დაუსწრებელი ტურის ჩატარების განრიგი შემდეგია:
22 მარტი 13:00 - რეგისტრაციის დაწყება
23 მარტი 23:00 - რეგისტრაციის დასრულება
24 მარტი 16:00 - 16:30 - საცდელი ტური
24 მარტი 16:30 - 19:30 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის

სისტემაში შესასვლელი ბმულები დაიდება შეჯიბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

რეგისტრაციის პროცესში რაიმე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: gsaghinadze@gmail.com

დაუსწრებელი ტურის პირველადი შედეგები დაიდება 24 მარტს 22:00 საათამდე. შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 25 მარტის 15:00 საათამდე. 25 მარტს, 23:00 საათზე საიტზე დაიდება ონლაინ ტურის საბოლოო შედეგები.